ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში 31 მაისსა და 1 ივნისს, ძველ თბილისში, გორგასლის მოედანზე, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“ გაიმართა

„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამას“ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-სთან კოორდინაციით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

„ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალის“ ორგანიზატორები “წისქვილი ჯგუფი“ და „მეიდან ჯგუფი“ არიან.

ფესტივალის ფარგლებში იმართება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინოების დეგუსტაცია; ასევე მასტერკლასები, სადაც პროფესიონალები სტუმრებს ქართული ღვინის კულტურას და ტრადიციებს აცნობენ, წარმოდგენილია ვიზუალური მასალა ღვინის წარმოების ისტორიისა და აწყმოს შესახებ, იმართება ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული სხვა აქტიობები.

ფესტივალის მხარდამჭერია ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading