ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ორგანული კანონს დაემატება მუხლი, რომელიც დაადგენს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
„საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. საქართველოს სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომელი დაექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.