ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე.

🔹 გამოძიება დაიწყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე.

🔹 პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა 2019-2021 წლებში, ბიზნესბარათების მეშვეობით, ფედერაციის საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის საშუალებით გამოიტანა და მიუთვისა 464,496 ლარი.

🔹 ამ ქმედებამ ფედერაციას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენა.

⚖ ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

📌 პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართავს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading