მარნეულის მერმა ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დაურ ისმაილოვი და მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას დირექტორს მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილეს ლევან ქარუმიძე შეხვდნენ. მარნეულის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა წარადგინეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად. მხარეებმა ასევე მუნიციპალიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და…

წაიკითხეთ მეტი

განათლების კლუბი „მე-დიატორი“ რუსთავის ახალგაზრდებთან კომუნიკაციის კიდევ ერთ საინტერესო შესაძლებლობად იქცა

სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“ რუსთავის ახალგაზრდებთან კომუნიკაციის კიდევ ერთ საინტერესო შესაძლებლობად იქცა. კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები აჩვენებს, რომ ახალგაზრდები სწორად აცნობიერებენ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და მზად არიან აქტიურად ჩაერთონ ქალაქის და ქვეყნის განვითარების პროცესში. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქალაქში ფუნქციონირებს განათლებული, სწორ ღირებულებებზე ორიენტირებული და აქტიური ახალგაზრდული ჯგუფი,…

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის დირექტორმა ფიქრია მეშველიანმა ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა

2026 წლის 9 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის დირექტორმა ფიქრია მეშველიანი ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე იმსჯელეს მიმდინარე სამუშაო პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც ცენტრის საქმიანობის ეფექტიან განხორციელებასა და მომსახურების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

წაიკითხეთ მეტი

პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით ერთჯერადი საგამონაკლისო გადაწყვეტილება მიიღეს

ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ,,ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი…

წაიკითხეთ მეტი

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის თარიღმა გადაიწია

გასულ წლებში რეგისტრაცია მარტის დასაწყისში იწყებოდა და აბიტურიენტები განახლებულ ცნობარსაც სწორედ ამ პერიოდში ეცნობოდნენ. თუმცა, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია გადაიწია. აბიტურიენტებს ურჩევენ, რეგულარულად აკონტროლონ ცენტრის ვებგვერდი სიახლეებისთვის.

წაიკითხეთ მეტი

გარდაბანში ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის კულტურის სახლში, შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, ახალგაზრდული საბჭოს პირველი გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი წევრების გაცნობა და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა იყო. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ აქტივობებში, სადაც გაუზიარეს ერთმანეთს იდეები ახალგაზრდული ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის. საბჭო ხელს უწყობს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას, პროექტების ორგანიზებას და თანამშრომლობს მუნიციპალიტეტთან ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში გაიმართება ლექცია და პრაქტიკული სემინარი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თემაზე

5 მარტს, 15:00-ზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ,,მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” ფარგლებში, ჩატარდება ლექცია. შეხვედრა მოიცავს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციას, ცოდნის ასამაღლებელ ლექციას და GITA-ს 2026 წლის პროგრამების გაცნობას, მათ შორის საგანმანათლებლო, ბიზნესის დაფინანსება/განვითარების და სხვა უამრავ პროგრამას. აღნიშნული ღონისძიება დასრულდება 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული…

წაიკითხეთ მეტი

რელიგიის სააგენტომ საჯარო სკოლების დირექტორებისთვის ტრენინგი სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალობის შესახებ გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო-მ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო სკოლების დირექტორებისთვის ტრენინგი გამართა თემაზე: „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“. ღონისძიებას დაესწრო 37 დირექტორი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან. ტრენინგი ჩატარდა „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024–2026 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა სეკულარიზმის პრინციპების განმტკიცებას, პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის პრევენციას, ასევე რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ ცნობიერების…

წაიკითხეთ მეტი

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად მარნეულის კოლეჯ „მოდუსის“ სტუდენტებს შეხვდა

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად კოლეჯ „მოდუსის“ მარნეულის ფილიალის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტები პროფესიის შეძენამდე ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადიან. შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა სტუდენტებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის…

წაიკითხეთ მეტი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს

კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში. 🔹 მონაწილეობა შეუძლიათ eTwinning-ში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას Elementary დონეზე.🔹 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:1️⃣ განაცხადების მიღება — 20 თებერვლიდან 6 მარტის 18:00 საათამდე (ელ. ფოსტა: https://www.tpdc.ge/geo/news/992);2️⃣ გასაუბრება – 9-13 მარტს, პირისპირ ან ონლაინ ფორმატში. დოკუმენტაცია ქართულ ენაზე უნდა წარადგინონ….

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »