29 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, სახალხო დღესასწაული – ”თელეთობა” აღინიშნა
ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში – ქართულ ჭიდაობაში, ფეხბურთსა და მკლავჭიდში.
გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
”თელეთობის” სახალხო დღესასწაულს საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური, მერი – დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – სამირ ხიალოვი, მერის პირველი მოადგილე – რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე – ლევან ხმალაძე, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – გიორგი გურულიშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – თამარ ხაჩიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.




