28 აპრილს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა
სხდომაზე განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე.
სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები – თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე.
