26 მაისს, წალკაში, ცენტრალურ პარკში და ასევე სპორტ დარბაზში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
პროგრამა:
12:00 გაიმართება კულტურული ღონისძიება, რომელსაც გახსნის წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „თრიალეთი”;
12:30 გაიმართება მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და მინი ფეხბურთში;
13:00 გაიმართება მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდის აბსოლუტურში;
13:20 ღონისძიებას შემოუერთდება ბავშვთა
ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი ,,თაობა”, ბავშვთა სომხური ცეკვის ანსამბლი ,,ლუსახბურ”, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ქართული ფესვები”, ბავშვთა საესტრადო ანსამბლი ,,აფხაზეთი”, ბავშვთა ვოკალური ჯგუფი ,,მტრედები”;
15:00 დაიწყება ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში;
15:00 ღონისძიებას დაასრულებს უხუცესთა ანსამბლი „თრიალეთი“;
17:00 სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოება;
18:00 ღონისძიების დახურვა.
