25 დეკემბრიდან რეგისტრაცია დაიწყო-გააგრძელე სწავლა საქართველოში
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს რეგისტრაცია 25 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 21 იანვრის 18:00 საათამდე ელექტრონული ფორმით სპეციალური პროგრამის საშუალებით.
📌 რეგისტრაციის დროს აუცილებელია:
- ყველა ველის შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა
- რეგისტრაციის საფასურის გადახდის ქვითრის ასლის ატვირთვა
📱 წარმატებით დარეგისტრირებული აპლიკანტი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არაუგვიანეს 23 იანვრის 18:00 საათისა.
გამოცდა ჩატარდება 4 თებერვალს. მონაწილეობის საფასურია 100 ლარი, თანხა დაბრუნდება, თუ პირი გამოცდაზე არ გამოცხადდება, რეგისტრაცია გაუქმდება ან განაცხადი წარედგინა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე.
შესაძლებელია სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა – ამისთვის სავალდებულოა სამედიცინო ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენა 21 იანვრის 18:00 საათამდე.
გამოცდის სტრუქტურა:
- 45 დახურული ტიპის დავალება (3 ნაწილი × 15 დავალება)
- თითო დავალება ფასდება 1 ქულით
- წარმატებისთვის საჭიროა მინიმუმ 23 ქულა
- ტესტირების ხანგრძლივობა – 2 სთ 30 წთ
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება www.naec.ge