1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა!

პირველ მაისს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შრომის უფლებების დაცვისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, როგორც წესი, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები იმართება.

ისტორია ჯერ კიდევ 1886 წლის 1 მაისს დაიწყო, როდესაც ჩიკაგოს მშრომელებმა მოაწყვეს გაფიცვა რვა საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით.

8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნის მოძრაობა სწრაფად იზრდებოდა, რადგან მუშებს აიძულებდნენ დღეში 10, 12 და 14 საათი ემუშავათ. 1886 წლის მაისის პირველი დღეებში აღინიშნა გაფიცვები და დემონსტრაციები აშშ-ს მასშტაბით. ჩიკაგოში, მაგალითად, დაახლეობით 900000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოსვლებში.

1 მაისის აღნიშვნა სწრაფად გახდა ყოველწლიური მოვლენა. მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ქვეყნები აღნიშნავდნენ 1 მაისს. პირველად მისი აღნიშვნა მოხდა რუსეთში, ბრაზილიაში და ირლანდიაში 1891 წელს.

 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ადამიანის უფლებაა, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო-პირობები, სათანადოდ ფასდებოდეს გაწეული შრომა და დახარჯული რესურსი.

 მადლობა შენ, შრომისთვის, დღეს შენი უფლებების დღეა!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading