ჯავახიშვილობა 2026“ – მიხეილ ჯავახიშვილის 146 წლის იუბილე წერაქვში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 146 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჯავახიშვილობა 2026“ გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებმა დაათვალიერეს მწერლის სახლ-მუზეუმი, გაეცნენ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ექსპონატებს და მონაწილეობა მიიღეს საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მინისპექტაკლმა „სისხლი და ცრემლი“, რომელიც მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს და მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების უმძიმესი პერიოდი და XX საუკუნის 30-იანი წლების ისტორიული მოვლენები გააცოცხლეს.

საიუბილეო ღონისძიება მწერლის ხსოვნის პატივისცემით დასრულდა – სტუმრებმა ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი.

მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება და მემკვიდრეობა კვლავ აერთიანებს თაობებს და ინარჩუნებს მის განსაკუთრებულ ადგილს ქართულ ლიტერატურაში

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »