„ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად, ძალიან მეშინოდა, მარტი იყო სიცივე, ჩაცმაც ვერ მოვასწარი ისე შეგვყარეს საწოლის ქვეშ და დედა მეუბნებოდა კედელთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი, რადგან ტყვიებს არ მოეღწია”-ლედი აფრასიძე

„ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად, ძალიან მეშინოდა, მარტი იყო სიცივე, ჩაცმაც ვერ მოვასწარი ისე შეგვყარეს საწოლის ქვეშ და დედა მეუბნებოდა კედელთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი, რადგან ტყვიებს არ მოეღწია. ამ დროს მამაჩემი, შმაგი აფრასიძე, ირგვლივ გვაფარებდა ნივთებს, როგორც შეეძლო. როგორ აღვწერო არ ვიცი, ფანჯრებიდან, კარებიდან ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ვიყავით. ძალიან კარგად იცოდნენ სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში, იმ დროს ვიყავით პატარა ბავშვები. თუმცა, არც ჩვენ არ დაგვინდეს და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, თვალწინ დაგვიხოცეს ფაქტობრივად ოჯახის წევრები. მეორე სახლში იყო გიორგი, იმ სახლში, რომელიც დაიწვა“,-განაცხადა ლედი აფრასიძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading