ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
ზურაბ წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. 1958 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1979 წელს ის საქართველოს სახალხო მხატვარი გახდა. 1980 წელს წერეთელს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
მისი ნამუშევრები მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოში. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, „თავისუფლების მონუმენტი“ – წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც 2006 წლის 23 ნოემბერს აღმართეს თავისუფლების მოედანზე.
ზურაბ წერეთელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც აშშ-ის ხელოვნებათა ეროვნულმა საზოგადოებამ ოქროს „საპატიო მედალი“ გადასცა.
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1997-2001 წლებში გამოცემული „შრომებისა“ (5 ტომად) და „ეთნოგრაფიული ალბომისათვის“. 1996 – რსფსრ სახელმწიფო პრემია; საფრანგეთის „ვერბეერის“, გაბრიელ მისტრალის (ჩილე),ხელოვნებისა და ლიტერატურის პრემია, იუნესკოს ოქროს ორდენი (აშშ), პაბლო პიკასოს დიდი პრემია (1994), წმინდა კონსტანტინეს ორდენი (1996), სამოქალაქო დამსახურების ორდენი (ესპანეთი)და მრავალი სხვა.
წერეთელი 5 ათასზე მეტი სხვადასხვა ნაწარმოების ავტორია.
წერეთლის მონუმენტები მსოფლიოს თვრამეტ ქვეყანაშია დადგმული.
ზურაბ წერეთელი 2002 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
ინფორმაციას რუსული მედია წერეთლის თანაშემწეზე, სერგეი შაგულაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
