ციმციმა სიგნალების უკანონო გამოყენებაზე სანქციები მკაცრდება- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება.

ცვლილების თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმას, ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 15 ქულით შემცირებას.

ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქცია გაიზრდება – ჯარიმა შეადგენს 2 500 ლარს, ასევე გათვალისწინებულია ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 20 ქულით შემცირება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading