შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა – სახალხო პალატის თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა.


მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, ტექნოლოგიების სფეროებში.

ომ ბირლამ აღნიშნა ინდოეთის პარლამენტის ღირებული გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით და ამ გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა.

ომ ბირლამ შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკაში მიიწვია.

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading