ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ოქროს საწმისის ქვეყანა“ გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ოქროს საწმისის ქვეყანა“.
კონფერენციაზე კონსტანტინე გამსახურდიამ წარმოადგინა თემა „ტაო-კლარჯეთი ქართულ საზოგადოებრივ-კულტურულ დისკურსში“, ხოლო მირიან ხოსიტაშვილმა – „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2024 წლის გამოცემები“.
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ქუთაისის უნივერსიტეტსა და წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანებას წიგნები გადასცეს, ადგილზე გაეცნენ წყალტუბოს ბიბლიოთეკებში არსებულ მდგომარეობას.


