ქობულეთში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი გ.მ. (დ.1986) და გ.ხ. (დ.1990) დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთში ბრალდებულებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 2010 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს, ძალის გამოყენებით ხელჩანთა გასტაცეს და ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთმა მათგანმა არასრულწლოვანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე¹ და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading