ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ხათუნა ცერცვაძეს შეხვდა
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმებაში ხელშეწყობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მისი მოადგილე, ნიკა კობახიძე, მხარის შვიდივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს, სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეები ერთობლივი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებასა თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.




