ქვემო ქართლის რეგიონში თანამედროვე ნარჩენების მართვის ობიექტი ამოქმედდება ♻️
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ სამუშაო შეხვედრა გამართა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ მიხეილ გოგოლაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში ახალი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის საკითხები. ობიექტი მაისიდან ქვემო ქართლის ხუთ მუნიციპალიტეტს მოემსახურება: წალკა, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი და დმანისი.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ეფექტიან მუშაობასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვაზე. აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტებთან მომსახურების ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა, რაც სისტემის მწყობრი ფუნქციონირების საფუძველს უქმნის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.