ქართული ეკიპაჟი ნატოს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მესამედ ჩაერთო

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ წელს მესამედ მიიღო მონაწილეობა.
ოპერაცია საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მოწვევით განხორციელდა. ქართული ეკიპაჟის 12 წევრი ბერძნულ ფრეგატზე „HS ELLI (F450)“ იმყოფებოდა და საბერძნეთის სპეცდანიშნულების ძალებთან ერთად ჩაერთო ტაქტიკური და საბრძოლო სწავლებებში.


ოპერაციის მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა, საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცება და უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა.