ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ აბრამიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის. ქართველმა ტყვიის მსროლელმა მარიამ აბრამიშვილმა 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში სოლო-ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენი ალიაკსანდრა პიატროვა ანგარიშით 15:14 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
მარიამ აბრამიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ინდივიდუალურ ასპარეზობაში მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმაც – გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, მათ ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16:6 სძლიეს.
გუნდურ ჩათვლაში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ოქრო გოგონათა ნაკრებმა – მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით – მიიღო. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.
ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
საქართველოს სპორტის სამინისტრო


