უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბადრი კვარაცხელია დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, იუწყება „ეხო კავკაზა“.
გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი საქართველოს“ მეთაური ბადრი კვარაცხელია კურსკის ოლქში დაპირისპირების დროს დაიღუპა.