ტრამპის ინაუგურაცია დაშვებული დროშების ფონზე ჩატარდება
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაშვებული დროშების ფონზე ჩატარების შესახებ აღარ გადაიხედება, - იუწყება AP.
აშშ-ში სახელმწიფო დროშები 9 იანვრის შემდეგ, რომელიც გლოვის დღედ არის გამოცხადებული, ტრადიციისამებრ, 30 დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.
არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ დაშვებული დროშები ფრიალებს, როდესაც ის თანამდებობას ამ თვის ბოლოს შეუდგება.