სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.
“ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“ , – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებისას.
