სპორტის მინისტრმა აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აზერბაიჯანის პარლამენტის – მილი მეჯლისის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ამირ ოღლი ისმაილოვს, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ჯამალ ოღლი ისქანდაროვსა და თავდაცვის, უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე არზუ ნასიბ ოღლი ნაგიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და რეგიონში მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საელჩოს წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading