სპორტის მინისტრი საერთაშორისო მოტოსპორტის ფედერაციის მოტოკროსის სახეობის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მოტოკროსის მიმართულების წარმომადგენელთან ჰამად ალ საიფთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების გზებსა და შესაძლო ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს, რისთვისაც საქართველოს სპორტის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ჩიქოვანი, ფედერაციის გენერალური მდივანი თეა აბელაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი დავით კიკალიშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading