სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორების – „კირნათი“ და „სარფი“ – დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ფაქტზე სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები არიან:

  • მ.მ. – 2001 წელს დაბადებული;
  • ა.შ. – 1995 წელს დაბადებული;
  • ა.თ. – 1986 წელს დაბადებული.

📌 გამოძიებით დადგინდა, რომ:

  • მ.მ. ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით;
  • ა.შ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა;
  • ა.თ. კი, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ შემოვიდა საქართველოში.

დაკავებულების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა). დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading