საქართველო „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულების“ ინიციატივას შეუერთდა 🌍♻️

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი პრეზიდენტის სასახლეში ემინე ერდოღანს შეხვდა და მისი ინიციატივა – „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ – მოაწერა ხელი.
♻️ ინიციატივის მიზანია ნარჩენების რაოდენობის შემცირება, გადამუშავების ხელშეწყობა და გარემოს დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
📌 საქართველოც ამიერიდან ოფიციალურად უერთდება ამ მნიშვნელოვან გლობალურ პროექტს, რომელსაც უკვე 112 ქვეყანა და 15 900 წარმომადგენელი წარმოადგენს.


