საქართველოში რეინჯერთა მსოფლიო დღე ოთხ ლოკაციაზე აღინიშნა

31 ივლისს რეინჯერთა მსოფლიო დღე საქართველოში ოთხ ლოკაციაზე – ლაგოდეხის, კოლხეთისა და ალგეთის ეროვნულ პარკებში და სათაფლიას აღკვეთილში მასშტაბურად აღინიშნა.
ალგეთის ეროვნულ პარკში გამართულ ღონისძიებას სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 100 დაცულ ტერიტორიაზე ტრადიციულად გამოვლინდა „წლის რეინჯერი“, რომლებიც სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
