საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით დღეს შეხვედრა მოეწყო კრივის რეგიონალურ ფედერაციების, კლუბების, სპორტული დარბაზების წარმომადგენლებთან, მწვრთნელებთან და მსაჯებთან
შეხვედრაზე ფედერაციის პრეზიდენტმა დამსწრეებს წარუდგინა გენერალური მდივანი, მარიამ დუნდუა და ვიცე პრეზიდენტები – დავით გორგილაძე, ირაკლი გვენეტაძე და შოთა გულედანი.
მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ფედერაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების, ორგანიზაცია „World Boxing”-ში გადასვლისა და სხვა სამომავლო გეგმების შესახებ!




