საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

პაატა სალიამ შანდორ პინტერს პენიტენციურ და პრობაციის სფეროში მიღწეული შედეგები, რეაბილიტაციის პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სამინისტროს გრძელვადიანი ხედვა გააცნო.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading