საქართველოს ეროვნულ გმირს მამია ალასანიას დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა

მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს ანაკლიაში დაიბადა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილე. 1992-93 წლებში სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით იგი სამეგრელოში მიავლინეს. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი აფხაზეთიდან თბილისში გადმოასვენეს. 2018 წლის 5 თებერვალს კი მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading