საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

– საქართველოს საელჩოს სამხრეთ აფრიკაში ოფიციალურად გადაეცა ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა კვაზულუ-ნატალის პროვინციის სავაჭრო-საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის.

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ხელს უწყობს ქართულ და სამხრეთ აფრიკულ ბიზნესებს შორის უშუალო კავშირების გაღრმავებასა და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას.

მემორანდუმის გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის როლანდ ბერიძისა და კვაზულუ-ნატალის პროვინციის სავაჭრო-საინვესტიციო სააგენტოს გენერალური მენეჯერის – დონე კრუგერის შეხვედრა.

მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ექსპორტის გაზრდას და ტურიზმის სფეროში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციაზე სამხრეთ აფრიკის ბიზნესწრეებში, ასევე კვაზულუ-ნატალის პროვინციის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე საქართველოში.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ჰაბად აქცევს ევროპასა და აზიას შორის. როლანდ ბერიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, ხელი შეუწყოს კონკრეტული ბიზნესპროექტების განხორციელებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading