საქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩზე FIBA EuroBasket 2025-ის დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ, გადაწმყვეტ საშინაო თამაშს დანიის წინააღმდეგ, 21 თებერვალს 20:50 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო : http://tkt.ge/Basketball

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 19:00 საათიდან გაიხსნება.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 25-დან 110 ლარამდე.

მე-2 იარუსი – 25, 40, 60 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი –75 და 110 ლარიანი ბილეთები.

*ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე.

უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს!

ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading