საიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ვიზიტორი 2024 წელს?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა და 6.4 მილიონს გადააჭარბა. 2019 წლის მაჩვენებელს ვიზიტორების რიცხვი ჯერ არ დაბრუნებია და 16%-იანი ჩამორჩენა აქვს. ტურისტული ვიზიტები თითქმის 5.1 მლნ იყო, რაც 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 9.2%-ით 1 364 332-მდეა შემცირებული.

2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:

თურქეთი 1,336,834  ვიზიტი

ისრაელი 310,982 ვიზიტი

 ყაზახეთი 178,930 ვიზიტი

ინდოეთი 124,335

 ჩინეთი 88,583 ვიზიტი

 საუდის არაბეთი 88,298 ვიზიტი

 უზბეკეთი 64,259 ვიზიტი

 ამერიკის შეერთებული შტატები 51,728 ვიზიტი

 საფრანგეთი 28,302 ვიზიტი

 საბერძნეთი 27,557 ვიზიტი

 ქუვეითი 27,277 ვიზიტი

 ლატვია 22,297 ვიზიტი

 არაბთა გაერთიანებული საემიროები 14,889 ვიზიტი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading