,,საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, ყველაფერს გამოძიება დაადგენს”-კახა კალაძე
„ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გადახდები შეჩერებულია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რადგან შეუძლებელია. აპარატები ვერ მუშაობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, აგრძელებს მუშაობას და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. გადახდას ვერ ახერხებენ მგზავრები, შესაბამისად, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას. გამოძიება დაადგენს, საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის მიერ განხორციელდა კიბერშეტევა“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.