რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება იგეგმება

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში ახალი მრავალფუნქციური სპორტული, კულტურული და შემეცნებითი კომპლექსის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოიცავს როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებს – სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზებს, კულტურულ-შემეცნებით ცენტრს და სხვა საჭირო ობიექტებს.

კომპლექსის მშენებლობა თავგორაშვილის ქუჩის მიმდებარედ, 182 351 კვ.მ ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონ ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს პარკინგს, გზებს, გამწვანებას, განათებასა და უსაფრთხოების სისტემებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading