რუსთავი–თბილისის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა
რუსთავი–თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.