რუსთავის მერიის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, „ყვავილების ფესტივალი“ და ქართული სიმღერის საღამო გაიმართა
,,ყვავილების ფესტივალის” ფარგლებში, ცენტრალურ პარკში, ყვავილების გამოფენა მოეწყო, ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა მოყვარული ფლორისტებისთვის მცენარეების გადარგვის მასტერკლასი ჩაატარეს, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.
დღის ბოლოს, რუსთავის პარკში, ანსამბლ ,,ფორტეს“, ,,ქართული ხმების“, ,,შვიდკაცას“, ,,ალილოს“, თეატრალური კვარტეტის“ მონაწილეობით, პროექტ ,,ქართული სიმღერა საქართველოს“ ფარგლებში, ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართა.
პროექტი, ,,ქართული სიმღერა საქართველოს“, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
რუსთავის მერია / Rustavi City Hall




