რეგიონში პირველი ლიფტების ქარხანა “GEF” – ბაქოს საერთაშორისო გამოფენაზე!

26-28 თებერვალს ბაქოში გაიმართა Lift Expo Azerbaijan, სადაც საქართველოს ლიფტების ქარხანა “GEF” ჩვენი ქვეყნის სახელით წარდგა კავკასიის რეგიონის წამყვანი კომპანიების წინაშე!

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ რეგიონში ლიფტების ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები, რომელთაც აღნიშნეს საქართველოს ლიფტების ქარხნის მნიშვნელობა ამიერკავკასიისთვის.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრისთვის საქართველოში არსებული ლიფტების ქარხანა დიდ შესაძლებლობებს ქმნის! ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენს რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრებისთვის.

GEF-ის მისიაა საერთაშორის ბრენდების მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ინოვაციური ლიფტების წარმოება ადგილობრივად, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას მთელ რეგიონში.

საქართველოს ლიფტების ქარხანა • Gef

საქართველოს ლიფტების ქარხანა • Gef

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading