,,რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია,” -ირაკლი კობახიძე
„რეალურად, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ რომ მაშინ მიგვეღო გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთების, ან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თაობაზე, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იქნებოდა სრულიად სხვაგვარად, ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე თუნდაც უკრაინაში არსებული მდგომარეობაა. დღეს ყველაფერს ეფინება ნათელი. რაც რთული აღსაქმელი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 2-3 წლის წინ, დღეს ბევრად უფრო იოლი აღსაქმელია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან უზბეკეთში.