„ჟურნალისტებს გამოაყვანინეს ჩემი თავი“-კობა კობალაძე

„სახლში მოსულს იმ პერიოდის რუსთავი2-ის და კიდევ სხვა ჟურნალისტებისგან ზარი შემომივიდა. არ უთქვამთ რა თემა [აინტერესებდათ], თქვენთან გვინდა ჩაწერაო. 2009 წლის 5 მაისია ზუსტად მახსოვს. სახლში დავპატიჟე და უარი თქვეს სახლში ამოსვლაზე. კინო საქართველოსთან ვცხოვრობ, ნაძალადევში. კარგით, მაშინ აქ [კინო საქართველოსთან] ვართ და იქნებ მობრძანდეთო. კარგით მეთქი, მოვალ, მოსარიდებელი რა მქონდა. მივედი, დამხვდნენ ჟურნალისტები, დამისვეს კითხვა და მეც ვაკვირდები ვითარებას იმიტომ, რომ არასტანდარტული ვითარებაა. გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური მოძრაობა არის ყოველდღიურად, არ გადაადგილდება ტრანსპორტი ამ ქუჩაზე. ვდგავარ კომენტარზე, თან ფლანგზე ვიყურები, თან ჟურნალისტებს ვესაუბრები, წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან, თვალის კიდეთი დავინახე, რომ მანქანები გაჩერდნენ და ხიდან ხემდე ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს ისეთი, რომ ფილმს იღებენ რაღაცას. თურმე, რა ფილმს იღებენ, თურმე მე მიჭერენ. ჟურნალისტებს გამოაყვანინეს ჩემი თავი“-განაცხადა კობა კობალაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading