პოლიციამ თბილისში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.

ოპერაციის ფარგლებში 10 ობიექტი დაიხურა.

საქმეზე ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რაც ბრალდებულების დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading