პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს 500-ზე მეტი წიგნი შეემატა

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ყოველწლიურ წიგნების შეგროვების აქციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეუერთდა. პროექტის – „შეაგროვე ცოდნა“ ფარგლებში, წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, უწყებამ მსჯავრდებულებისთვის 500-ზე მეტი წიგნი შეაგროვა.

საკითხავი ლიტერატურა სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადანაწილდება. ამ მიმართულებით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პროექტის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს. ინიციატივა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.

ღონისძიების პარალელურად, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ მზადდება. გამოფენა-გაყიდვის შედეგად, მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ და ეს მათ შემოსავალს წარმოადგენს.

ღონისძიებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილეებთან ერთად, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading