პარლამენტის წევრები აჭარაში სახალხო დღესასწაულს „სელიმობას“ დაესწრნენ

პარლამენტის წევრები – არჩილ ბერიძეგიორგი ჭყონიანოდარ ტურძელაძევლადიმერ ბოჟაძე და ანზორ ბოლქვაძე აჭარაში სახალხო დღესასწაულს „სელიმობას“ დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.

სახალხო დღესასწაულის მონაწილეებმა სოფელ ნიგაზეულში სელიმ ხიმშიაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესასწაულის ფარგლებში, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული ნამუშევრები. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისათვის სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიით მოქალაქეები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading