პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე განიხილება
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხია ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე. სხდომაზე მიწვეულნი არიან ზაზა გვიმრაძე და ნიკოლოზ გოგუაძე.