ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ქალაქებში სახალხო მსვლელობა მოეწყო

ქალაქ რუსთავში, მსვლელობა გმირთა მოედნიდან დაიწყო და ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც პარაკლისი აღევლინა. მსვლელობაში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა მონაწილეობდა.

საზეიმო მსვლელობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading