ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა
ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია 4 ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით შემთხვევის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.