ნინო ლაცაბიძე-რუსთავში, მერიის გუნდმა, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დავიწყეთ

ჭყონდიდელის სახელობის უბანში, სამშვილდის, ნეკრასოვისა და მცხეთის ქუჩებზე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სანიაღვრე სისტემის არარსებობა იყო.

პროექტი, რომელიც დღეს დავიწყეთ, სანიაღვრე სისტემის მოწყობასთან ერთად, სამივე ქუჩის ასფალტის საფარის რეაბილიტაციას ითვალისწინებს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მცხეთის, სამშვილდის და ნეკრასოვის ქუჩებზე, ახალი გზების მშენებლობა დაიწყო.

პროექტის მიხედვით, ახალი საავტომობილო გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული.

სამივე ქუჩაზე, ჯამში, 14 607 კვ/მ ფართობის ახალი გზა დაიგება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.

სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.

სამუშაოები, ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას, პროექტის დეტალები გააცნო.

ახალი გზის მშებენლობა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მიმდინარეობს მოდებაძის ქუჩაზეც, გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ზედგენიძის ქუჩაზე. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზეც.

წელს, რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, 65 000 კვ/მ ფართობზე მოეწყობა. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქში, 300-მდე ლოკაციაზეა აქტიური.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading