,,მუხროვანის ბაზაზე მოხდა ისეთი რამ, რომ ოფიცერთა პირადი შემადგენლობა და ეს იკვეთება მერე სასამართლოს პროცესების მიმდინარეობის დროსაც კი, აბსოლუტურად არაფერი იყო, არც დაუმორჩილებლობის და არც ამბოხის ნიშნების მახასიათებელი, უბრალოდ ოფიცრები საუბრობდნენ ერთად” – კობა კობალაძე

„ის პირადი შემადგენლობა, რომელიც უშუალოდ დაქვემდებარებაში იყო იმ მაღალჩინოსნის, ჩემს წინაშე წამოდგა ასეთი კითხვა და მე ეს კითხვა დავუსვი სასამართლოს მიმდინარეობის დროს. სადაც გამოიკვეთა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მართავდა აღნიშნულ პროცესებს. მე ვკითხე ის, რომ თქვენ, როგორც ხელმძღვანელი პირი, რომელსაც უშუალოდ არა მარტო ოპერატიულ დაქვემდებარებაში, არამედ პირდაპირ დაქვემდებარებაში გყავთ აღნიშნული შენაერთი, თქვენ შემობრძანდით შენაერთში, აღმოაჩინეთ ის, რომ არასაწესდებო მმართველობა მიდიოდა და რაღაც საკითხები არ ესადაგებოდა ყოველდღიურ წესდებით გაწერილ თემატიკას – თქვენ, როგორც ხელმძღვანელმა რატომ იქვე არ მიიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული ნაწილის ხელმძღვანელობა რატომ არ გადააყენეთ თანამდებობიდან, რომლის უფლებამოსილება და ვალდებულება მას ჰქონდა და ხელმძღვანელობა რატომ არ დაიქვემდებარეთ თქვენ თავთან. საინტერესო იყო ის, რომ კრებსითი შეტყობინება თავდაცვის სამინისტროში იმაზე, რომ მუხროვანის ბაზაზე იყო არასაწესდებო ქმედებები, არ გაჟღერებულა. ინფორმაცია არ წასულა“-განაცხადა კობა კობალაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading