მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) ახლადდანიშნულ დირექტორს შეხვდა

თამთა დემურიშვილმა ზეინეფ ბაირაქს მაღაზია – „რე-მარკეტში“ უმასპინძლა.

სტუმარმა სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნამუშევრები დაათვალიერა და ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო პროექტების განხორციელებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ღონისძიებაზე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს დირექტორმა N5 ქალთა დაწესებულებაში სამზარეულოს ინფრასტრუქტურით აღჭურვასა და ტიტების სათბურის მოწყობის პროექტებზე ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნა გამოთქვა. ამ მიზნით, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ვიზიტიც დაიგეგმა. შეხვედრის ბოლოს, საუბარი შეეხო ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე მაღაზია „რე-მარკეტის“ ფილიალის გახსნის შემთხვევაში სივრცის ავეჯით აღჭურვასა და მოწყობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading